ფეხბურთი

15:22 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორენტე და ჟირუ - "ბარსელონა" სუარესის შემცვლელს ეძებს

კატალონიის „ბარსელონა“ ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს. „ბლაუგრანას“ ლონდონის „არსენალიდან“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა სურდა, მაგრამ ინგლისური გუნდი ლიდერთან შელევას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს.

გარდა ამისა, იყო საუბარი „ვალენსიადან“ როდრიგოს ტრანსფერზე, თუმცა „ღამურებთან“ მოლაპარაკებებიც ჩიხშია შესული.

სწორედ ამიტომ, კატალონიაში ისეთ მოთამაშეებზე დაიწყეს აქცენტის გაკეთება, რომელთაც თავიანთ გუნდებში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფერნანდო ლორენტე და ოლივიე ჟირუ „ბარსას“ ინტერესთა სფეროში არიან.

ესპანელი ფორვარდი „ნაპოლიში“ სათამაშო დროის მკვეთრ დეფიციტს განიცდის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდი კარლო ანჩელოტიმ დატოვა, რადგან ჯენარო გატუზო არ ათამაშებს. სათადარიგო ვარიანტად კი, ჟირუ განიხილება, რომელიც „ჩელსის“ სასტარტოში ვერ ვხდება. ფრანგის გადაბირება მილანის „ინტერსაც“ უნდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე გასვლას ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109611