სხვა

12:23 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ ორი მოგების შემდგომ ტოჩინოშინი ოკინეუმთან დამარცხდა

ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ 2 მოგების შემდგომ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-4 მაეგაშირა ოკინეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურმა მავასში ხელის ჩავლება და უპირატესობის მოპოვება სცადა, საბოლოო ჯამში დოჰიოს ხაზთან წონასწორობა ვერ დაიცვა და მის მიღმა აღმოჩნდა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მე-14 შეხვდა და იაპონელმა მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი შეამცირა 8:6.

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და უარყოფით ბალანსზე იმყოფება. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კი ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელსაც აქამდე 9-ჯერ შეხვდა და 7 შეხვედრაში მარცხი განიცადა, 2-ჯერ კი მოიგო.

0.113516