სხვა

13:17 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის საოცარი ბრძოლისუნარიანობა და ზედიზედ მეორე მოგება ჰაცუ ბაშოზე

ჰაცუ ბაშოს მე-19 საშეჯიბრო დღეს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი სეკივაკე ასანოიამას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება შიტატენაგის ილეთით მოახერხა.

იაპონელების ახალგაზრდა ვარსკვლავსა და ტოჩინოშინს შორის ძალზედ დაძაბული ბრძოლა წარიმართა, თუმცა ჩვენებურმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და შთაბეჭდავი ილეთით ასანოიამა დოჰიოს მიღმა მოისროლა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-5 დაპირისპირება იყოპ და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი შეამცირა 2-3-ზე.

ამრიგად, ქართველ სუმოისტს წლის პირველ სუპერტურზე 5 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-4 მაეგაშირა ოკინეუმი იქნება, რომელსაც აქამდე 13-ჯერ შეხვდა და 8-ჯერ მოიგო, 5 შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.

0.117006