კალათბურთი

11:00 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ "იუტასთან" 10 წუთი ითამაშა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 5 მოგების შემდგომ მარცხი განიცადა გოგა ბითაძის „ინდიანა პპეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და 30 ქულიანი სხვაობით 118:88 წააგო.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართვველმა ცენტრმა პარკეტზე 10 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 5 ქულა და 1 პასი მიითვალა.

ყველაზე მეტი ქულა კი მიჩელ დონოვანმა ჩააგდო, ეომელმაც 25 ქულა მიითვალა. შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი კი რუდი გობერტმა შეასრულა. ფრანგმა კალათბურთელმა 20 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

44 ტურის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 28 მოგების საპირისპიროდ 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაზე მე-6 პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11366