სხვა

15:31 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაცდური ილეთით მოგებული ბრძოლა - ტოჩიმ ტაკარაფუჯი დაამარცხა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომლის დამარცხებაც ჩვენებურმა ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.

აღნიშნულ წყვილს შორის დიდი ბრძოლა არ გამართულა, რადგან ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩი გვერდით გადგა, მეტოქემ ბალანსი დაკარგა, რაშიც ქართველმა ხელის ჩავლებითაც უბიძგა და შეიძლება ითქვას მაცდური ილეთით ადვილი გამარჯვება მოიპოვა.

ეს ამ წყვილის მე-18 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ტოჩის 11 მოგების წილ 7 მარცხი აქვს. გორგაძის მომდევნო მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინს 3 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და უარყოფით ბალანსზე იმყოფება.

0.149673