სხვა

13:23 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის დასანანი მარცხი მაისეისთან

ჰაცუ ბაშოზე დასანანი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი იანვრის სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-5 მაეგაშირა მაისეის დაუპირისპირდა და ცუკიოტოშის ილეთით დამარცხა.

ტოჩინოშინმა ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქის მოგერიება კარგი ილეთით სცადა, თუმცა ხელის ჩავლება ვერ მოახერხა და მაისეიმ ჩვენებური დოჰიოს მიღმა მოისროლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი 24 წლის მეტოქეს აქამდე 3-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება ვერცერთხელ ვერ მოახერხა. თავად მაისეიმ კი მიმდინარე ბაშოზე დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩის წლის პრველ სუპერტურნირზე 2 მოგების წილ 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი მე-4 მაეგაშირა შოდაისთან ჩაატარებს.

0.111544