თამაშგარე

12:16 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონას ცოლყოფილიც ქომაგობს

დიეგო მარადონას ცოლყოფილი კლაუდია ვილაფაზე მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაუბრუნდა მის საყვარელ საქმიანობას და ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ თეატრში მსახიობობას ეწევა. როგორც თეატრალური კრიტიკოსები ამბობენ, კლაუდია საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია და უკვირთ, ეს უცნაური ქალი აქამდე რატომ არ ყლაპავდა სცენის მტვერს.

კლაუდიას შესახებ არგენტინის ბულვარულმა მედიამ ინტერესი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამ უკანასკნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ საფეხბურთომ კლუბ “ხიმნასია ლა პლატას“ მთელი წლის აბონიმენტი შეიძინა და გადაწყვეტილი აქვს ამ კლუბის არც ერთი საშინაო შეხვედრა არ გამოტოვოს.

როგორც იცით, “გიმნაზიელებს“ ამჟამად დიეგო მარადონა წვრთნის და კლაუდია ვილაფეზეს “ხიმნასია ლა პლატასადმი“ ინტერესი უკვე გახდა ახალი ჭორების აგორების მიზეზი, რომ ცოლყოფილს დიეგოსთან შერიგება სურს და საამისო ნიადაგს აქედანვე იმზადებს. არადა, კლაუდია ირწმუნება, რომ უბრალოდ უნდა მარადონას უქომაგოს და მისი ორი შვილის მამას ყოველთვის და ყველგან უგულშემატკივრებს.

0.116536