კალათბურთი

10:13 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ორი ქულა და გამარჯვება "ფილადელფიასთან" (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და 6-ქულიანი სხვაობით 101:95 დაამარცხა.

ბითაძემ აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 4:14 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.

ნეიტ მაკმილანის გუნდში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 10 ქულა, 16 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

ინდიანას კი 40 ტურში 25 მოგების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.126103