ფეხბურთი

17:35 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი: "შეიძლებოდა რომან აბრამოვიჩი მომეკლა"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელ პეტ ნევინმა განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩის მოკვლა შეეძლო. 56 წლის შოტლანდიელმა BBC-ისთან 3 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა, როდესაც მანქანით ლამის აბრამოვიჩი გაიტანა.

„არანში შვებულებაში ვიყავი, მანქანით ვმოძრაობდი და კინაღამ დავარტყი ველოსიპედით მიმავალ მამაკაცს. შემეძლო მისი მოკვლა. ის კაცი, რომელიც ველოსიპედს მართავდა, რომან აბრამოვიჩი იყო, რა ამბავი იქნებოდა, რომ ის მომეკლა... მან დღემდე არ იცის, რომ ამ საშიში ისტორიის მთავარი გმირია“, - განაცხადა ნევინმა.

შეგახსენებთ, რომ პეტ ნევინი ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას 1983-1988 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109139