ფეხბურთი

11:21 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალია: "ყაზახეთში თამაშით ნაკრებში მოხვედრის უკეთესი შანსი მექნება"

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ლევან კუტალიაამ „ირტიშში“ გადასვლის მიზეზად ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი დაასახელა. 30 წლის ფეხბურთელის თქმით, ყაზახეთს კარგი ჩემპიონატი აქვს და იქ თამაშით საქართველოს ნაკრებში მოხვედრის უკეთესი შანსი ექნება.

"მინდა „დინამოს“ დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს. ყაზახეთს კარგი ჩემპიონატი აქვს, კარგი ფეხბურთელებით და კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული.

ჩემს გარდა გუნდმა კიდევ ოთხი ლეგიონერი დაიმატა. კარგი გუნდი კეთდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სახელი დავტოვო კლუბის ისტორიაში. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ნაკრების გამო მივიღე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში მოვხვდე“, - თქვა კუტალიამ.

შეგახსენებთ, რომ კუტალიამ "დინამოში" ერთი წელი ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. ეროვნულ ლიგაში კი, 20 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო თავდამსხმელადაც დასახელდა.

რაც შეეხება "ირტიშს", ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124057