ფეხბურთი

22:59 | 1.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ძალიან ვნანობ, რომ "პარმაში" ვერასდროს ვითამაშე"

პეპ გვარდიოლამ 20 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, როდესაც იტალიურ „პარმაში“ ტრანსფერთან ახლოს იყო. ესპანელის განცხადებით, ძალიან ნანობს, რომ მაშინ მისი იტალიაში გადასვლა არ მოხერხდა.

„დიახ, „პარმაში“ თამაში შემეძლო და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სინანულია. მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ბუფონი, ტურამი და სხვა დიდი მოთამაშეები ჰყავდა. ძალიან ახლოს ვიყავით, სპორტულ დირექტორთან ყოველდღე ვკონტაქტობდით. მე კი, მხოლოდ 27 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა და „ბარსელონაში“ ვთამაშობდი. მინდოდა ძალები უცხო ქვეყანაში მომესინჯა, ახალ მწვრთნელთან, მწვრთნელი კი ანჩელოტი იყო. ის შესანიშნავი სპეციალისტია თავისი ფილოსოფიით და ვწუხვარ, რომ ფეხბურთელობის დროს მასთან მუშაობა არ მომიწია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით გვარდიოლამ იტალიაში მაინც ითამაშა, ოღონდ არა „პარმას“, არამედ „ბრეშასა“ და „რომას“ შემადგენლობაში.

0.110153