ფეხბურთი

1:20 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ვიდალის ტურინში დაბრუნებას ეშურება

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურო ვიდალისთვის ბრძოლაში „იუვენტუსიც“ ჩაერთო. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელები ჩილელ ფეხბურთელსა და „ბარსელონას“ უკვე დაუკავშირდნენ.

თუმცა, ამ ეტაპზე უფრო დეტალური ცნობა არ გავრცელებულა. ვიდალის ყიდვა მილანის „ინტერსაც“ სურს, სადაც ანტონიო კონტე პირადადაა დაინტერესებული ამ ტრანსფერით.

თუმცა, ტურინელთა სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში უკვე თამაშობდა და 171 მატჩში 48 გოლიც გაიტანა.

0.099272