ფეხბურთი

20:29 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსული გამოცემა ჯემალ ტაბიძეზე: "ძალიან ძლიერი მცველია, უცნაურია, რომ ისევ "უფაში" თამაშობს"

რუსული „უფას“ ქართველი მცველი ჯემალ ტაბიძე ადგილობრივმა გამოცემა Championat-მა გამოარჩია. ხსენებულმა ვებგვერდმა რუსეთის პრემიერლიგის შემოდგომის ნაწილის ყველაზე შეუმჩნეველ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ქართველი მცველიც მოხვდა.

უფრო კონკრეტულად, სიმბოლურში ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად თამაშობენ, მაგრამ მედიის ყურადღების ცენტრში ნაკლებად ხვდებიან.

„ტაბიძე ევროპული სტანდარტებით ნამდვილად ძლიერი მცველია. ის ზუსტია პოზიციის შერჩევაში, ბრძოლებშიც უკიდურესად კარგია. აქვს კარგი პირველი პასი ნებისმიერ დისტანციაზე და მარცხენა მცველს საშუალებას აძლევს იმოქმედოს მთელ ფლანგზე თავისუფლად. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტაბიძე სწრაფია და ეს თითქმის შეუცვლელს ხდის რუსეთის ჩემპიონატში. ცოტა უცნაურია, რატომ რჩება კვლავ „უფაში“. მიმდინარე სეზონში ტაბიძე უბრალოდ ძლიერია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა (18-დან და 15-ვე ძირითად შემადგენლობაში), 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111079