ფეხბურთი

14:04 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონმა "ევერტონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლივერპულის „ევერტონმა“ რიშარლისონთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფინანსური დეტალები უცნობია.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დადასტურდეს.

რიშარლისონი „ევერტონს“ 2018 წელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კი 16 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117004