ფეხბურთი

18:12 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დემბელესთვის წელი დასრულდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ უსმან დემებელესთვის მიმდინარე წელი დასრულდა. ფრანგმა ფეხბურთელმა „დორტმუნდთან“ მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დემბელეს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და გამოჯანმრთელებას დაახლოებით ხუთი კვირა დასჭირდება.

შესაბამისად, 18 დეკემბერს, „ელ კლასიკოს“ გამოტოვება მოუწევს და ვერც 2020 წლის იანვრამდე დაეხმარება საკუთარ გუნდს.

აქვე გეტყვით, რომ დემბელემ მიმდინარე სეზონში 9 მატჩის ჩატარება მოახერხა და მეტოქეთა კარში ერთი გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107658