ფეხბურთი

17:37 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტაროს ზედიზედ მეოთხე

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შესანიშნავ ფორმაშია და პრაღის „სლავიასთან“ გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დუბლით დაეხმარა.

არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა და მანამდე „ნერაძურის“ ისტორიაში მსგავსი შედეგი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონია - სამუელ ეტო’ო (2010 წელი), კრისტიან ვიერი (2003 წელი) და ერნან კრესპო (2002 წელი).

გარდა ამისა, ლაუტარო 2002 წლის შემდეგ „ინტერის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგარეო თამაშში დუბლი შეასრულა. ბოლოს ამ შედეგით თავს ერნენ კრესპო იწონებდა, რომელმაც 2002 წელს სამ გასვლით მატჩში დუბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ F ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად „დორტმუნდთან“ ერთად იბრძვის.

0.111358