ფეხბურთი

23:07 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარჯიშის დაწყებამდე სარიმ და რონალდუმ ისაუბრეს (+VIDEO)

როგორც ჩანს, მაურიციო სარისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პრობლემები მოგვარდა. დღეს, 34 წლის ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე იტალიელ სპეციალისტთან კამერების წინაშე საკმაო ხანს საუბრობდა.

დიალოგის თემა უცნობია, მაგრამ ეს ჟესტი მიანიშნებს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ გაბრაზა და სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა. მას შემდეგ კი, „იუვენტუსის“ რიგებში არ უთამაშია.

„იუვენტუსი“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

0.119687