ჭადრაკი

23:50 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა!

ლეგენდარულმა ქართველმა ბუქარესტში გამართულ პლანეტის პირველობაზე 65 წლის ასაკის ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

გაფრინდაშვილმა ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა 1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111018