ფეხბურთი

18:40 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება იაურა და "ბარსელონას" ელოდება

ნეიმარი არ ნებდება და „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას ცდილობს. Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

პარიზელებს მოქმედი ხელშეკრულების სამი წლით, 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურდათ, მაგრამ ბრაზილიელისგან უარი მიიღეს. ნეიმარი „ბარსელონასგან“ წინადადებას ელოდება და ამიტომაც, შეთავაზებაზე თანხმობა არ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ბარსას“ მენეჯერმა ერიკ აბიდალმა არ გამორიცხა ნეიმარის კატალონიაში დაბრუნების ვარიანტი.

სავარაუდოდ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ტრანსფერის დადასტურება კი 170 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა და პარიზელთა რიგებში ჩატარებულ 63 მატჩში 55 გოლი და 29 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120402