ფეხბურთი

20:46 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი საქართველოსთან არ ითამაშებს

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ლუკა მოდრიჩი საქართველოსთან არ ითამაშებს. როგორც ბალკანელთა ვებგვერდი წერს, ზლატკო დალიჩმა ვეტერანი ნახევარმცველი გაათავისუფლა და გუნდში გაუშვა.

მოდრიჩი „სამეფო კლუბს“ სწორედ დალიჩთან შეთანხმებით დაუბრუნდა, რადგან სეზონის დატვირთული ნაწილი ეწყება.

ხორვატთა თავკაცმა ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ მოდრიჩი ბოლო ორი სანაკრებო შეკრებიდან კლუბში ტრავმირებული დაბრუნდა და ახლა ამხანაგური მატჩიდან დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი 19 ნოემბერს, პულაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109551