ფეხბურთი

16:08 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: "მესიმ მითხრა, რომ მომეკეტა"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. „სელესაოს“ თავკაცი მიიჩნევს, რომ არგენტინელმა პენალტის ეპიზოდში სიმულაციას მიმართა და მსაჯი შეცდა.

ტიტემ ისიც თქვა, რომ მესისთან შელაპარაკება მოუვიდა და არგენტინელმა მას „მოკეტვისკენ“ მოუწოდა.

„პრეტენზია მაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ მსაჯს სიმულაციისთვის მესი უნდა გაეფრთხილებინა. მან მითხრა, რომ მომეკეტა. არ მსურს პრობლემების შექმნა, მაგრამ ასეთ მატჩებში მაღალი დონის მსაჯია საჭირო. ეს იყო სიმულაცია, შესაბამისად, მართებული პროტესტი და პრეტენზია მაქვს“, - თქვა ტიტემ.

თავად მესიმ კი განაცხადა, რომ არ იცის, იყო თუ არა, თამაშის წესის დარღვევა:

"შესაძლოა კონტაქტი არ იყო და ინსტიქტურად დავეცი. არ ვიცი, ეს საჯარიმოში ხდებოდა თუ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ არმგონია, რომ ეს ეპიზოდი გადამწყვეტი ყოფილიყო", - აღნიშნა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ბრაზილია ამხანაგურ მატჩი ლიონელ მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

0.165962