სხვა

14:15 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ მაკუშიტა დივიზიონის ზღვარზე (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე კვლავ წარუმატებელი გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვის. გაგამარუ მაკუშიტა დივიზიონში მოასპარეზე მესამე ნომერ სეკიგაკეს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის მესამე დაპირისპირება იყო და ამ მხრივ მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა, რადგან მას 2 მოგების საპირისპიროდ ერთი მარცხი აქვს. ჩვენებური მიმდინარე ბაშოზე ძალიან ცუდ ფორმაშია და ეს შედეგებზეც აისახება, რადგან 7 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

ქართველ გოლიათს წლის ბოლო სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, თუმცა ამის მხოლოდ თეორიული შანსი რჩება, რადგან ჩვენებურმა დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7 გამარჯვება უნდა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯუღელი მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება.

აქვე გეტყვით, რომ გაგამარუს მომავალი მეტოქე ჯურიოს მეცხრე ნომერი სოკოკურაი იქნება, რომელსაც ქართველი აქამდე 23-ჯერ შეხვედრია და 10 მოგების წილ 13 მარცხი აქვს.

0.150482