ფეხბურთი

19:39 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა მენდისთან ხუმრობის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში თანაგუნდელის, ბენჟამინ მენდის მიმართ იხუმრა, თუმცა პოსტი რასისტულ საქციელში ჩაუთვალეს და ამიტომ დასაჯეს. დისკვალიფიკაციის გარდა, ბერნარდოს 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდაც მოუწევს.

0.114617