ფეხბურთი

22:38 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის სუპერთასზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

ესპანეთის სუპერთასზე, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება, წილისყრა გაიმართა. შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ვალენსია“ – „რეალი“ (8 იანვარი)

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ (9 იანვარი)

გამარჯვებულები ფინალში გავლენ, რომელიც 12 იანვარს გაიმართება და სუპერთასის თასს გაითამაშებენ.

„ბარსელონა“ ტურნირში ესპანეთის ჩემპიონის, ხოლო „ვალენსია“ ესპანეთის თასის მფლობელის სტატუსით ითამაშებენ. რაც შეეხებათ, მადრიდულ გუნდებს, ისინი ჩემპიონატში დაკავებული პოზიციების მიხედვით მოხვდნენ ტურნირში.

ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად ჩატარდება მსგავსი ფორმატით (აქამდე ჩემპიონი და თასის გამარჯვებული თამაშობდნენ ერთმანეთში) და ტურნირს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

0.159349