სხვა

14:02 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოციგურავეებმა "Volvo Open Cup -2019" ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს (+VIDEO)
ქართველებმა სარეიტინგო ქულებით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მიიღეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი "Volvo Open Cup -2019", რომელიც 30 ქვეყნის 200 -ზე მეტ სპორტსმენს მასპინძლობდა, მათ შორის სენიორების კატეგორიაში მოცეკვავე ქართველ წყვილს მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას, ერთეულებში ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს და იუნიორთა შორის სპორტულ წყვილს ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლებს , ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ბრინჯაოს მედლების ნუსხა დაემატა, ასევე წარმატებულად იასპარეზეს ირაკლი მაისურაძემ და ალინა ურუშაძემ ასაკობრივ კატეგორიაში. ირაკლი მაისურაძე 15 ქვეყნის 16 მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული გახდა , ხოლო ჯამური 220.35 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ალინა ურუშაძემ კი, რომელიც 15 ქვეყნის 28 მოციგურავე სპორტსმენს შორის ასპარეზობდა, 163.83 ქულით მე- 3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა მოპოვებულ ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალთან ერთად , მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დადგენილი სარეიტინგო ქულები დააგროვეს, რაც მოცეკვავე წყვილს კაზაკოვა-რევიას, ერთეულებს ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღების უფლებას ანიჭებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112464