ფეხბურთი

17:14 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "მბაპემ საუკეთესოობისთვის პსჟ უნდა დატოვოს"

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა. სამხრეთ ამერიკელმა მბაპეს პსჟ-ს დატოვება ურჩია, რადგან ფიქრობს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშით საუკეთესო ვერ გახდება. გრიზმანი კი, ნეიმარის ღირსეულ შემცვლელად არ მიაჩნია.

„პსჟ-ს პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მბაპემ მომავალში ეს გუნდი უნდა დატოვოს და ესპანეთში ან ინგლისში გადავიდეს, რომ დაადასტუროს მესის და რონალდუს მემკვიდრეობა. საუკეთესო ფეხბურთელებმა საუკეთესო ჩემპიონატებში უნდა ითამაშონ. ეჭვგარეშეა, რომ მბაპეს აქვს თვისებები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და თავისი ნიჭის განვითარებას ლა ლიგაში ან პრემიერლიგაში კარგად მოახერხებს. ლიგა 1 აშკარად განსხვავებული დონისაა, ამ ორ ჩემპიონატზე დაბალი დონის.

გრიზმანი „ბარსელონაში“? ახალი შეტევის ტრიო, მესი, სუარესი და გრიზმანი აჩვენებენ, რომ სამომავლოდ ეს იმუშავებს, მაგრამ არ მჯერა, რომ იგივე დონეს მიაღწევენ, როგორც ეს ნეიმარის დროს იყო. ნეიმარი უნიკალური მოთამაშეა, ბევრ პასს არიგებს, ბევრ გოლს იტანს, როდესაც საჭიროა თამაშს საკუთარ თავზე იღებს, ეს არის ის, რაც ჯერჯერობით გრიზმანს არ აქვს. ფრანგი „ატლეტიკოში“ წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ „ბარსელონასთვის“ შეუცვლელი ფიგურა არაა. მესი და სუარესი ყოველთვის რჩებიან მინდორზე, მაშინაც კი, თუ თამაში არ მისდით, რადგან შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში რაღაცის შეცვლა. გრიზმანს - არა“, - თქვა რივალდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112949