ფეხბურთი

1:44 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის, რომ ვანდა ნარა მომაშორა"

მაქსი ლოპესი მაურო იკარდის შეურიგდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამში დაწერა, რომ იკარდის აპატია, რადგან ვანდა ნარასგან წასვლის შესაძლებლობა მისცა.

„გადავწყვიტე, რომ იკარდის ვაპატიო და მადლობას ვუხდი, რომ ვანდასგან წასვლის შესაძლებლობა მომეცა“, - დაწერა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ ვანდა ნარა მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, მაგრამ არგენტინელმა ლამაზმანმა მაქსის მეგობართან, მაურო იკარდისთან უღალატა და მოგვიანებით მასზე იქორწინა.

ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში იყო რეზონანსული და მაქსი ლოპესი ყოფილ მეგობარს, ამჟამად პსჟ-ს ფორვარდს არ ელაპარაკებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119972