კალათბურთი

23:01 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტადუს მაკფადენის 7 სამქულიანი ლიგა ენდესაში! (+VIDEO)

„სან პაბლო ბურგოსისა“ და საქართველოს ნაკრების წევრმა ტადუს მაკფადენმა ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში „მურიასთან“ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და 7 სამქულიანი ჩააგდო.

გამოსარჩევია, რომ ტადუსმა ამ ნიშნულს 10 ცდიდან უწია. საბოლოოდ, შეხვედრა 23 ქულით დაასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (92:82) დიდი წვლილი შეიტანა. მაკფადენის მსგავსი შედეგი მეოთხე ტურში სხვა მოთამაშეებს არ ჰქონიათ და ჩაგდებული სამქულიანებით საუკეთესო გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ბურგოსმა“ სეზონი წარმატებულად დაიწყო და ოთხივე მატჩის მოგება მოახერხა, შესაბამისად, სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალთან“ ერთად ლიდერობს.

0.113936