ფეხბურთი

17:53 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ალექსის სანჩესი გამოაკლდა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ტრავმირებულია და გარკვეული პერიოდით იუქმებს. გამოცდილმა ფორვარდმა ჩილეს და კოლუმბიის ამხანაგურ მატჩში კოჭი დაიზიანა და მოედანზე მინიმუმ 5 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

შედეგად, სანჩესი „ინტერს“ უახლოეს შვიდ მატჩში ვერ დაეხმარება. თუმცა შესაძლოა, ტრავმა უფრო სერიოზულიც გამოდგეს.

„თუ „ინტერი“ ალექსისს ოპერაციას გაუკეთებს, ორი-სამი თვის გამოტოვება მოუწევს. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ მილანურ გუნდში“, - უთხრა ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა რეინალდო რუედამ ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი „ინტერს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121413