ფეხბურთი

19:06 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია პიკეს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებაში ადანაშაულებს

კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ „სევილიასთან“ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მომავალ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

პიკემ ანდალუზიელებთან 85-ე წუთზე გაფრთხილება ბურთის გადაგდებისთვის მიიღო და მიიჩნევენ, რომ ეს განზრახ გააკეთა. ესპანელმა იცოდა, რომ ყვითელი ბარათის შემთხვევაში „ეიბართან“ დაპირისპირებას გამოტოვებდა და „რეალთან“ მატჩში მონაწილეობის საკითხს რისკის ქვეშ არ დააყენებდა, რადგან მომდევნო მატჩში ყვითელი მას ავტომატურად "ელ კლასიკოს" გამოტოვების ფასად დაუჯდებოდა.

თუმცა, არაა გამორიცხული პიკეს ფანდი არ გაუვიდეს და განზრახ მიღებული გაფრთხილების გამო უფრო მკაცრად დასაჯონ, როგორც მაგალითად შარშან სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგაზე.

პიკეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 თამაშში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. „ელ კლასიკო“ კი 26 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916