ფეხბურთი

14:50 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" ჯარიმები დააწესეს

მადრიდის „რეალი“ დისციპლინის საკითხს დიდი ყურადღება სუთმობს და კლუბის შეინგანაწესს ამკაცრებს. ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებზე ფულადი სანქციები გავრცელდება თუ ქვემოთ მოცემულ მოთხივნებს დაარღვევენ.

ვარჯიშზე 5 წუთით დაგვიანება ნებისმიერ მოთამაშეს 250 ევრო დაუჯდება. 15 წუთით იგივე საქციელი 500 ევროთი ფასობს, 15 წუთზე მეტით 1000 ევრო, ხოლო საერთოდ ვარჯიშზე გამოუცხადებლობა დასაბუთების გარეშე 3000 ევროს ჯარიმა იქნება.

ფიზიოთერაპიის დროს აიკრძალება ტელეფონის გამოყენება, რომელიც 250 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. 500 ევრო დაუჯდება ფეხბურთელს გასახდელში ტელეფონის გამოყენება, ხოლო გუნდთან ერთად ავტობუსით მგზავრობისას სანქცია კიდევ უფრო სერიოზულია - 1000 ევრო.

გარდა ამისა, ერთ მომატებულ კილოგრამზე ჯარიმა ითვალისწინებს 250 ევროს, 250-დან 1000 ევრომდე ფასობს მადრიდის დატოვება კლუბის ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლობის გარეშე.

როგორც ჩანს, ესპანურ გრანდში სეზონის სტარტი არ მოსწონთ (მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ ლა ლიგაში ლიდერია) და გადაწყვიტეს დისციპლინას უფრო მეტი ყურადღებოდა დაუთმონ.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108022