ფეხბურთი

17:47 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა მალდინის რეკორდი დაამხო

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა თანამემამულე პაოლო მალდინის მიღწევა გააუმჯობესა. საუბარი გვაქვს საკლუბო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.

ბუფონმა „სპალთან“ კარიერაში 903-ე თამაში ჩაატარა და მალდინის გადაასწრო, რომელმაც 1985-2009 წლებში „მილანის“ რიგებში 902-ჯერ ითამაშა. იტალიელ ფეხბურთელებს შორის ბუფონის შედეგი საუკეთესოა. 41 წლის მეკარის საკლუბო მატჩების სტატისტიკა კი ასე ნაწილდება:

„იუვენტუსი“ – 658

„პარმა“ – 220

„პარი სენ ჟერმენი“ – 25

ზოგადად კარიერას რაც შეეხება, ბუფონი 1000-მატჩიან ზღავრს ჯერ კიდევ 2017 წელს გადასცდა.

აქვე გეტყვით, რომ ჯიჯი პაოლოს კიდევ ერთ რეკორდს ემუქრება. მალდინის სერია A-ში 647 თამაში აქვს ჩატარებული, რაც აბსოლუტური რეკორდია, ხოლო იტალიელი კიპერის აქტივში დღეისთვის 642 მატჩია და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში აღნიშნულ შედეგსაც გააუმჯობესებს.

0.115188