ფეხბურთი

19:59 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა ბარძალი "იუვენტუსში" დაბრუნდა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი, რომელმაც კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა, ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა.

როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ამიერიდან კლუბის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში ირჯებოდა და 281 თამაშში 2 გოლის გატანა შეძლო. 38 წლის იტალიელი 2006 წელს „სკუადრა აძურას“ რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111297