ფეხბურთი

19:03 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვტალიუკი საქართველოში დაბრუნდა

უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი საქართველოში დაბრუნდა და ამიერიდან გორის „დილას“ რიგებში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის ფორვარდი „დილაში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და 31 მატჩში 21 გოლიც გაიტანა. შემდეგ გორული გუნდი დატოვა და სამხრეთ კორეულ „ანიანგში“ გადაბარგდა, მაგრამ აზია მალევე დატოვა.

უკრაინელ შემტევს საქართველოში „დილას“ გარდა, „დინამო თბილისისა“ და ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112604