სხვა

22:15 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ტაილანდის ქალაქ პატაიაში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი და შეჯიბრების პირველ დღეს ფიცარნაგზე ორი ქართველი შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე გავიდნენ.

ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კგ დააფიქსირა და მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო მიშველიძე უკეთესად გაისარჯა და ორჭიდის შედეგებით 287 კგ დაძლია, რაც მე-7 ადგილის დასაკავებლად იყო საკმარისი.

მიშველიძემ ატაცში თავდაპირველად 130 კგ დაძლია, მეორე ცდა ჩაუვარდა, მესამე ცდაზე კი 135 კგ-ს გაუმკლავდა, რითაც ატაცში მე-4 ადგილი დაიკავა და მცირე ბრინჯაომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

აკვრაში ჩვენებურმა თავდაპირველად შეკვეთილი 152 კგ-იანი შტანგა ასწია, მაგრამ შემდეგ 160 და 163 კგ-ებს ვერ გაუმკლავდა და უშუალოდ აკვრაში მე-16 შედეგი აჩვენა.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძე გავა, რომელიც ძალებს B ჯგუფში მოსინჯავს.

0.131591