ფეხბურთი

18:44 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო რიქსენი გარდაიცვალა

ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს „რეინჯერსის“ ვებგვერდმა გაავრცელა.

რიქსენი 2013 წლიდან ებრძოლა უიშვიათეს დაავადებას, გვერდითი ამიოთროპიულ სკლეროზს, რომელიც ნერვულის სისტემის უკუნრებელი დაავადებაა.

ჰოლანდიელი 6 წლის განმავლობაში მედგრად ებრძოდა ავადმყოფობას, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. რიქსენმა კარიერა „ფორტუნაში“ დაიწყო, საიდანაც „ალკმაარში“ გადავიდა. 2000-2006 წლებში „რეინჯერსში“ ირჯებოდა, სადაც შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელიც იყო. შემდეგ საქნტ-პეტერბურგის „ზენიტში“ ითამაშა, ხოლო კარიერა მშობლიურ „ფორტუნაში“ დაასრულა.

ჰოლანდიის ნაკრებში ფერნანდომ 2000-2003 წლებში 12 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110524