ფეხბურთი

16:13 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პარმამ" დარმიანი გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატეო დარმიანი იტალიაში დაბრუნდა და კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს. ტოსკანურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დარმიანმა „პარმასთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო „მანჩესტერმა“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ მის სანაცვლოდ 4 წლის წინ „ტორინოს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მატეოს განცხადებით, „პარმაში“ გადასვლის მთავარი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის მიღება და იტალიის ნაკრებში დაბრუნებაა.

29 წლის დარმიანი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო სხვადასხვა დროს „პადოვაში“, „პალერმოსა“ და „ტორინოში“ უთამაშია. „მანჩესტერის“ რიგებში კი 92 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, 36-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი ერთხელ დალაშქრა.

სტატისტიკა
0.231607