ძიუდო

20:14 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ თალაკვაძე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ქართველი ძიუდოისტების მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეხმაურა, სადაც მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე დაწერა.

„ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა! ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისთვის პირადად მათ, ასევე, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის ამ სიხარულის მონიჭებაში წვლილი შეიტანა. დღეს, ამაყია საქართველო, რომ მისი დროშით თქვენ ასპარეზობთ“, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ტოკიოში გამართული ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112099