ძიუდო

16:13 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მედლის გარეშე დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოში მიდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულა.

ტურნირის ბოლო დღეს ტატამზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი გავიდა, რომელაც ზედიზეც 3 შეხვედრა მოიგო იპონით, თუმცა შემდგომ იაპონელ ჰისაოში ჰარავასასთან იპონით თავადვე დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ჩვენებური ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა. შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად დაიწყო და მეიერმა ჩვენებურს ვაზარი აუღო, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა. გურამის ბევრი მცდელობის მიუხედავად ბრინჯაოს მედალს მაინც ჰოლანდიელი მეტოქე დაეუფლა.

საბოლოოდ, გურამ თუშიშვილმა კი არათუ მედლის დაცვა მოახერხა, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას ტოკიოში 10 ძიუდოისტი იცავდა, რომელთაგანაც ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128771