ფეხბურთი

22:53 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ლორენტე იტალიაში ბრუნდება

იტალიურმა „ნაპოლიმ“ ფერნანდო ლორენტესთან შეთანხმებას მიაღწია და ესპანელი ფორვარდი იტალიაში ბრუნდება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ბასკი ნეაპოლში მიმდინარე კვირაში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

ლორენტე „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

34 წლის ფერნანდო ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „ტოტენჰემში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „სუონსი სიტის“, „სევილიასა“, „იუვენტუსისა“ და „ბილბაოს“ რიგებში თამაშობდა. ასე რომ, მისთვის სერია A უცხო არაა, რადგან „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ორი წლის განმავლობაში 92 თამაში ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

ლორენტეს ტრანსფერი დღეს პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმაც დაადასტურა, რომელიც კმაყოფილი დარჩა გარიგებით. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მაურო იკარდის ყიდვაზე ნეაპოლიტანელებმა უარი საბოლოოდ თქვეს.

0.106682