სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

16:17 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაზიაშვილი კარიერას NCAA-ის გუნდ მასაჩუსეტს “რივერ ჰოუქსში” გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის “ოლიმპისა” და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, ლუკა მაზიაშვილი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა შესარჩევ კემპზე დაიბარა, კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს.

მაზიაშვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს მასაჩუსეტსის ლოუელის უნივერსიტეტთან და ის სწავლისთვის სრულ დაფინანსებას მიიღებს, ხოლო კალათბურთში ამ უნივერსიტეტის გუნდის – “რივერ ჰოუქსის” ღირსებას დაიცავს.

“მასაჩუსეტს ლოუელ რივერ ჰოუქსი” NCAA-ის პირველი, ანუ უმაღლესი დივიზიონის წევრია. “ქორები” არცთუ მძლავ – America East-ის კონფერენციაში ასპარეზობენ, სადაც მთლიანობაში 9 გუნდია. მათგან ყველაზე ცნობილი და ძლიერი ვერმონტის უნივერსიტეტია, რომელიც კონფერენციის ჩემპიონი გახდა და NCAA-ის ფინალურ ტურნირში იასპარეზა. ვერმონტენელმა პირველივე წრეში, ფლორიდის უნივერსიტეტთან წააგეს. რაც შეეხება ლუკა მაზიაშვილის გუნდს, მასაჩუსეტსელებმა გასულ სეზონში America East-ის კონფერენციაში გამართული 16 მატჩიდან 7 მოიგეს, მე-5 ადგილი დაიკავეს, თუმც პლეი ოფის პირველივე წრეში “ჰარტფორდთან” წააგეს.

მაზიაშვილმა გასული სეზონი სუპერლიგის კლუბ “ოლიმპში” გაატარა, სადაც ბევრი სათამაო დრო არ ჰქონია და საშუალოდ 2.4 ქულას, 0.9 პასს და 0.7 ჩაჭრას ითვლიდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში კი, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მაზიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 21.3 წუთში საშუალოდ 12.5 ქულას, 2.9 პასს, 2.4 მოხსნას და 1.9 ჩაჭრას ითვლიდა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.136964
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X