ფეხბურთი

15:25 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი "მანჩესტერს": "თუ გჭირდები, აქ ვარ"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს. შვედმა Daily Mail-ს უთხრა, რომ „წითელ ეშმაკებში“ მიმდინარე პროცესებს აკვირდება და თუ გუნდს ისევ დასჭირდება, მზადაა დაეხმაროს.

„მანჩესტერის“ თამაშებს ვუყურებ და თვალს ვადევნებ სიტუაციას. ბოლო თამაშში „კრისტალ პალასთან“ რაშფორდს პენალტი რომ გაეტანა, ალბათ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდებოდა.

მე დავამტკიცე, რომ პრემიერლიგაში თამაში მარტივად შემიძლია. ასე, რომ, თუ „იუნაიტედს“ ისევ ვჭირდები, აქ ვარ. ევროპაში ჩემი საქმე გავაკეთე, 33 ტიტული მოვიგე და ახლა იმედი მაქვს, კვლავ მოვიგებ. ვნახოთ, როდის დასრულდება ჩემი კარიერა. MLS მომხიბლავი ჩემპიონატია, მზარდი ტურნირია, ბევრი რამ ხდება. შეუძლია ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი გახდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა და 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა. სწორედ ინგლისური გუნდიდან გადავიდა „გალაქსიში“, სადაც დღემდე გამართულ 49 თამაშში თავი 44-ჯერ გამოიჩინა.

0.113735