ფეხბურთი

18:04 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" ბას დოსტი გაიფორმა

ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელი ბას დოსტი ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

ჰოლანდიელ ფეხბურთელსა და ფრანკფურტელებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

30 წლის დოსტი უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობდა და 125 მატჩში 93 გოლი გაიტანა. მანამდე კი „ემენის“ „ჰერაკლესის“, „ჰერენვენისა“ და „ვოლფსბურგის“ რიგებში ირჯებოდა. გერმანულ გუნდში დოსტმა 117 შეხვედრაში 48 გოლის გატანა მოახერხა.

0.123011