ფეხბურთი

11:57 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე ტრავმირებულია

ლიგა 1-ის მესამე ტურში „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიამ მბაპემ თავისი მე-100 მატჩის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხა, მიზეზი კი ბარძაყის ტრავმა იყო.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა 66-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მის ნაცვლად კი მოედანზე 17 წლის არტურ ზაგრე გამოვიდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება მბაპეს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პსჟ-მ „ტულუზა“ 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107378