ფეხბურთი

16:57 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ნეიმარი იქამდე არ ითამაშებს, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. ბრაზილიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ განაცხადში ვერ ხვდება. აღნიშნულის მიზეზი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განმარტა.

„ნეიმარი კარგადაა, კარგ ფორმაშია, მაგრამ ხელმძღვანელობის პოზიცია მასთან მიმართებაში ნათელია: სანამ სუტიაცია ნათელი არ იქნება, მოედანზე არ გავა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა. გარდა ამისა, მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.

სტატისტიკა
0.253698