ფეხბურთი

17:19 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი "რეალის" სატრანსფერო გეგმებზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი ასევე შეეხო გუნდის სატრანსფერო გეგმებს და აღნიშნა, რომ გარეთ ბეილი „სამეფო კლუბში“ რჩება.

„ნავასი ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ასე იყო და ასე იქნება. მისი გაყიდვა არ განიხილება. ჩემთვისაც არ უთქვამს, რომ წასვლა უნდა, ის დიდი პროფესიონალია.

ნეიმარი? თამაშზე ვფიქრობ. ჩემი ფეხბურთელები ისინი არიან, ვინც ახლა გუნდშ იმყოფებიან და ხვალ ითამაშებენ. 2 სექტემბრამდე კი ყვეკაფერი შეიძლება მოხდეს, ზოგი წავიდეს, ზოგიც მოვიდეს.

ხამესი? არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგი ფეხბურთელია და მისით კმაყოფილები ვართ. ისეთივე ფასეულია, როგორც სხვები. ბეილი? დარჩენა უნდა და რჩება. გვაჩვენა, რომ ისევ შეუძლია ჩვენთვის სასარგებლო გააკეთოს“, - თქვა ზიდანმა.

სტატისტიკა
0.236694