ბლოგი

18:15 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსული პრობლემები

ნამდვილად არ ვიცი რა არის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ საფეხბურთო ევროპაში რუსული “თოფი“ ძველებურად ვეღარ ქუხს და ნეიტრალურ კაცს (არადა, როგორ გინდა რუსებთან ნეიტრალური იყო?...) ამით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს. ქართველები რომ ვართ და რუსული კლუბები რომ არ გვეპიტნავება, ამის დამალვას არც აზრი აქვს და არც ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც საფეხბურთო სამყაროში ისედაც უამრავი საეჭვო მოვლენა ხდება, განა ასეთი “საკბილოს” ხელიდან გაშვება იქნება?

ამ ცოტა ხნის წინ, წინ, ერთი ჩვენს ქვეყანაზე მარადჟამს დაბოღმილი კაცი, ვალოდია რომ ჰქვია და რუსების “თლა უმფროსი” რომაა, თათრეთის დედაქალაქ ყაზანს ეწვია. რუს “უმფროსებს” როგორ უყვართ ქვეშევრდომებთან თავის მოწონება და კეკლუცობა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ჰოდა, როდესაც თათრეთის მთელი პრო-რუსული “ელიტა” პუტინის დასახვედრად და ფეხქვეშ გასართხობად გამოეფინა, ვლადიმერ ვლადიომეროვოჩმა არც აცხელა, არც აცია, და თავისი ესკორტით კაზანის სტადიონისაკენ გაუტია.

პუტინის მოლოდინში თვალებამოღამებულ თათრეთის რუსოფილებებს პრეზიდენტთან დასახვედრად მომზადებული ყვავილები ხალში ჩააჭკნათ და ფრიადი სვედითა და კაეშნით წავიდნენ საკუთარ “ხრუშოვკებში”, ბოღმიის გასაქარვებლად. ამ დროს კი, პუტინის ამალას უკვე დიდი ტრიბუნა ჰქონდა დადგმული ყაზანის სტადიონთან და დაახლოებით ასეთი რამ თქვა ამ მრავალი ავისმქმნელმა კაცმა:

“ჩვენი – დიდი რუსეთის მომავალი, თათრეთის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა ცოტა მოთმენა გვმართებს, და წინ დიდი პრობლემები გველოდებაოო”. სამწუხაროდ არ შემიძლია პუტინის ყაზანური გამოსვლის სრული და ზუსტი ტექსტის გადმოცემა, მაგრამ ჩემი სატელიტური ანტენის გადამკიდე, ხანდახან რუსულ პროპაგანდისტულ არხებსაც ჩამოვურბენ ხოლმე და ვალოდიას ამ გამოსვლას რა დამავიწყებს? ამას ამბობდა ახლა, როდესაც “რუბინი“ დიდი ვერაფერი გუნდია და ისე მკაფიოდ დამრჩა მეხსიერებაში, რომ იქიდან ასი “შერეკილებისეული” ხუტა უფროსიც ვერ ამომიშლის.

ჰოდა, რა ვუყოთ ეჭვებს, რომელიც ბუნებრივია რომ მიჩნდება და როდესაც პუტინზე და მის “წინასწარმეტყველებაზეა” საუბარი, კარგი ბიჭი ხარ და ნუ დაეჭვდები. რუსულ ფეხბურთში “რაღაც“ ისე რომ ვერაა, ეს გასულ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც მივხვდით და ახლა ამ ამბების ქვედა დინებები კიდევ უფრო კარგად წამოდუღდა.

თუკი მავან რუს ვითომჟურნალისტს აქვს უფლება, რომ უზარმაზარი სტატიები აცხოს იმაზე, რომ თითქოს საქართველო ტერორისტებს იფარებს და პანკისის ხეობა თურმე ტერორისტების ნავთსაყუდელი ყოფილა, რატომ არ შეგვიძლია, იგივე ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით ვივარაუდოთ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ფეხბურთსაც გვარიანად დარია ხელი და ეს საბოლოო ჯამში ყოველივე რითი დასრულდება - ჯერ არავინ იცის.

0.15289