ფეხბურთი

14:53 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო დასაქმდა

ჟოზე მოურინიო დეკემბრიდან მოყოლებული საწვრთნელი ასპარეზის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ უსამსახურობას არ უჩივის. პორტუგალიელი 2019-2020 წლების სეზონში საფეხბურთო ექსპერტად იმუშავებს.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მოურინიო ახლად დაწყებულ სეზონში პრემიერლიგის მიმომხილველი იქნება.

„ახალი სეზონი, ახალი კონტრაქტი, პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონი, ჟოზე მოურინიო Sky Sports-ის გუნდის ნაწილი გახდა“, - ნათქვამია ტელევიზიის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო 2018 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს და მას შემდეგ არცერთ გუნდში არ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115258