ფეხბურთი

13:44 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდი" - "დინამოს" უკრაინელები იმსაჯებენ

როტერდამის „ფეიენოორდისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღნიშნულ ცნობას უეფას ვებგვერდი ადასტურებს.

მთავარი აბიტრი სერგეი ბოიკო იქნება, ხოლო მას ანდრეი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ვიტალი რომანოვი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „ფეიენოორდსა“ და „დინამოს“ შორის „დე კუიპზე“ 8 აგვისტოს შედგება და თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.113981