ფეხბურთი

17:18 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ომი ნეიმარსა და პსჟ-ს შორის: ბრაზილიელი "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვს

ნეიმარსა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ესოანური Sport-ის ცნობით, მხარეებმა ომი გააჩაღეს. როგორც კატალონური ტაბლოიდი წერს, ნეიმარმა სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ბრაზილიელის პოზიცია ურყევია - „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა. თავის მხრივ, კლუბიც დაიღალა ნეიმარის გამოხტომებით და მომდევნო კვირაში მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

არაა გამორიცხული, რომ პსჟ დათმობაზე წავიდეს და ბრაზილიელი „ბარსელონაში“ გაასხვისოს, რომელთანაც თანამშრომლობა აქამდე არ სურდა. თავის მხრივ, „ბარსა“ მზადაა თანხის სანაცვლოდ პარიზში რამდენიმე ფეხბურთელიც გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს ორი წლის წინ სწორედ „ბარსელონადან“ სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115912